გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
 

ერეკლე მეფის სახე ქართულ მწერლობაში-რა ვიცით ერეკლე მეფისა და მისი მოღვაწეობის შესახებ?

ძცველი მასალის გამეორება და ახლის გააზრება.


სწავლების საფეხური
მეცხრე კლასი
მოსწავლეთა პროფილი

კლასში არის 38 მოსწავლე, მათგან არცერთი არ არის განსაკუთრებული უნარის მქონე.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ეს გაკვეთილი შეუწყობს ხელს მოსწავლეებს გაიხსენონ ლიტერატურული მასალა, სადაც ნახსენებია ერეკლე მეორე და ისტორიულ საკითხებთან ინტეგრაციით მივალთ ახალ თემამდე-ნიკოლოზ ბარათაშვილის {ბედი ქართლისა}
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

გაკვეთილის მიზანი იქნება ბავშვებმა კარგად გაიაზრონ ისტორიული მოვლენები როგორ ისახება ლიტერატურაში. ისინი გაეცნობიან მეცხრამეტე საუკუნის მნიშვნელოვან მოვლენებს, საზოგადო მოღვაწეებს და ერეკლე მეფის, როგორც პოლიტიკური მოღვაწის პიგურას.

წინასწარი ცოდნა

ხალხური ლექსი მეფე ერეკლეზე, მოთხრობები {მეფე ერეკლე და ინგილო ქალი}, {ანანურელი ულამაზოები} და  ისტორიული ფაქტები საქართველოს ცხოვრებიდან.
შეფასების საგანი და პროცედურები

ბავშვები გაამზადებენ პროექტებს, იმუშავებენ დამოუკიდებლად და მათი სრულფასოვანი ცოდნისა და ინდივიდუალიზმის მიხედვით იქნებიან შეფასებულნი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


გამოვიყენებ ჩემს მიერ დამზადებულ პროექტს.

დამჭირდება პროექტორი და ერთი კომპიუტერი

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი


მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში, არ ეცოდინებათ  რა იქნება გაკვეთილის ძირითადი თემა, ვისაუბრებთ პოემის ავტორისა და მთავარი პერსონაჟის ახლო ნათესაობაზეც და ვფიქრობ არასტანდარტულ საკითხებზე საუბარი გამოიწვევს ბავშვების ინტერესს.

No comments:

Post a Comment